ოსტატი და მარგარიტა

1.ვინ თქვა რომ დედამიწაზე არ არსებობს მარადიული და ერთგული სიყვარული? მატყუარას მოეჭრას მისი სამარცხვინო ენა! 2. ბოროტი ადამიანები არარსებობენ. არის მხოლოდ უბედური ადამიანები 3. უბედური ადამიანი დაუნდობელი და სასტიკია, იმიტომ რომ კეთილმა ადამიანებმა დაუმახინჯეს სული. 4. ზოგჯერ ადამიანის დაღუპვის საუკეთესო საშუალება მისთვის საკუთარი ბედის თავად არჩევის უფლების მიცემაა. 6. რას ბრძანებთ, დედოფალო! ქალს არაყს როგორ ვაკადრებდი? სუფთა სპირტია! 7. გაიგეთ, რომ ენას შეუძლია სიმართლის დამალვა, თვალებს არასოდეს! 8. – დოსტოევსკი მოკვდა. – პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია! 9. არასოდეს არაფერი ითხოვო! არაფერი თხოვოთ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ძლიერები არიან! ისინი თავად შემოგთავაზებენ , თავად მოგცემენ ყველაფერს. 10. ჩემი დრამა იმაშია, რომ მე ვცხოვრობ იმასთან ვინც არ მიყვარს, მაგრამ მისთვის ცხოვრების დანგრევა უღირს საქციელად მიმაჩნია. 11. სიმხდალე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი მანკიერებაა. 12. ანუშკამ უკვე იყიდა მზესუმზირის ზეთი, და არა მხოლოდ იყიდა დაღვარა კიდეც. ასე რომ სხდომა არ შედგა. 13. იქნებ იმაზეც დაფიქრდე, რა უნდა ექნა შენს სიკეთეს ქვეყნად ბოროტება რომ არ ყოფილიყო. ანდა, რას დაემგვანება ქვეყანა, მიწის პირიდან ჩრდილები რომ გაქრეს? ჩრდილს ხომ ადამიანი და საგანი ჰფენს. 14. ფაქტი ყველაზე ჯიუტი რამაა ქვეყნად. 15. არ არის დოკუმენტი, არ არის ადამიანი. 16. ხელნაწერები არ იწვიან. 17. ჩვენ როგორც ყოველთვის სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საგნები, რომლებზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ამის გამო არ იცვლებიან. 18. თქვენ ადამიანს პიჯაკით აფასებთ? არასოდეს მოიქცეთ ეგრე. თქვენ შეიძლება მწარედ მოტყუვდეთ.

Comments

Popular Posts